LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი „შავნაბადა“ აფხაზეთის საზღვართან სოლოკონცერტს გამართავს

238
shavnabada205

2 ნოემბერს, 19.00 სთ-ზე, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ზუგდიდში, რუხის ციხეზე, აფხაზეთის საზღვართან ახლოს კონცერტს გამართავს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აფხაზეთის ანსამბლის სტრატეგიულ ტერიტორიაზე კონცერტის გამართვა ნიშანდობლივია.  ქართულ-აფხაზურ მელოდიებს პრაქტიკულად ქართველებთან ერთად აფხაზი მოსახლეობაც მოისმენს. კონცერტზე სპეციალური სტუმრების სტატუსით მოწვეული არიან რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი, რომლებიც პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართული პაციენტების მკურნალობის პროცესში, რომლის უმრავლესობასაც აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობა შეადგენს.  კონცერტზე დასწრება, რომელიც  ღია ცის ქვეშ  გაიმართება, თავისუფალი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები