LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს

346
avm-de-hirsizlik-yaptigi-iddia-edilen-5-gurcu-futbolcu-gozaltinda-1550748489

თურქეთში 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. მათ ანტალიის ერთერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

დაკავებულები გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, ვერი ს და გურამ მ. „სპარტაკ ცხინვალის” მოთამაშეები არიან, რომლებიც ანტალიის დაბა ბელექში შეკრებაზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ.

მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ. მაღაზიის დახურვის შემდეგ კი კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სპორტული ფეხსაცმელი, შორტი, შარვალი და  კიდევ  9 ნივთი აკლდათ. გამოიძახეს პოლიცია, ხუთივე ფეხბურთელი სამართალმდაცველებმა სასტუმროში აიყვანეს.

 

ქართველი ფეხბურთელების თურქეთში დააკავებაზე თურქულმა გამოცემა „მალატიგუნსელის“ (malatyaguncel) დაწერა.

სავაჭრო ცენტრში სათვალთვალო კამერების შემოწმებისას დადგინდა, რომ ქურდობა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა, პოლიციამ იმავე პერიოდში დაწესებულებაში მყოფ კლიენტებზე გაამახვილა ყურადღება. აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი იყო. გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ. ბელეკის ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს.

 

 

 

გამოცემა Sportall.ge ქართული კლუბის პრესსამსახურს დაუკავშირდა და არსებული ვითარების გარკვევას შეეცადა.
“სამწუხაროდ, მე გუნდთან ერთად არ ვარ და ხელმძღვანელობას ვერ ვუკავშირდები. ვურეკავ და ჯერ არ მიპასუხეს. დავუკავშირდები. ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რაც თქვენ იცით, ის ვიცი მეც” – განაცხადეს “ცხინვალის” პრესსამსახურში.

 

ანტალიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის – ცხინვალის ფეხბურთელები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ ცხინვალს, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები