LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვადად 2021 წლის 1-ელ ივნისი განიხილება

147
turkuli-dempingi-kartveli-mtsarmoeblebis-tsinaaghmdeg-w-h

ეკონომიკის სამინისტრო ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვადად 2021 წლის 1-ელ ივნისს ასახელებს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აცხადებს, ვადების კორექტირება მოხდა, რაც ბიუჯეტს და მოსამზადებელი პერიოდის საჭიროებას უკავშირდება.

„ვადებთან დაკავშირებით მოხდა ცვლილებები და იმედია, რომ კომიტეტი და პარლამენტი გაითვალისწინებს. იქიდან გამომდინარე, რომ წელს ბიუჯეტში არაა თანხა გათვალისწინებული, შესაბამისად, საჭირო იქნება დამატებითი თანხების მობილიზება, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. ჩვენ დაგვჭირდება მომზადება, კონკურენციის სააგენტოში ახალი თანამშრომლების აყვანა, დატრენინგება. ამისთვის გარკვეული მოსამზადებელი პერიოდია საჭირო. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის უკვე 1-ლი ივნისიდან შესაძლებელი იქნება სრულყოფილად ამოქმედდეს ეს ინსტრუმენტი“-აღნიშნა გენადი არველაძემ.

შეგახსენებთ, თავდაპირველი რედაქციით კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად 2020 წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები