LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტისაოკუპაციო აქციის დასაფინანსებლად პარლამენტის წინ ხელნაკეთი ნივთები იყიდება

316
aqcia

იქ, სადაც ანტისაოკუპაციო აქცია თითქმის ერთი თვეა იმართება, ამ წუთებში სტარტაპები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა სახის პროდუქციას ჰყიდიან. გამოფენა-გაყიდვაზე, ძირითადად, ხელნაკეთი ნივთებია წარმოდგენილი. 

რუსთაველზე აქციებს სტარტაპები დააფინანსებს

დღეს რუსთაველზე სტარტაპბიზნესის წარმომადგენლები პროდუქციას გაყიდიან

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი ნავაჭრის 20%-ს აქციების ორგანიზების ხელშესაწყობად ჩარიცხავენ.

გამოფენა-გაყიდვის შემდეგ, რუსთაველზე საპროტესტო აქცია განახლდება. მთავარი მოთხოვნა ისევ გიორგი გახარიას გადადგომაა.