ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები გადაცემას გააკეთებენ – სად ნახავს მაყურებელი ახალ პროექტს

401
miSha

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორთა ნაწილი გადაცემის გაკეთებას აპირებს, სადაც პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიიწვევენ. წამყვანები კი, სავარაუდოდ, მიშა მშვილდაძე და შოთა დიღმელაშვილი იქნებიან.

ისინი ამბობენ, გადაცემა ყოველ სამშაბათს სოციალური ქსელში ლაივის მეშვეობით გადაიცემა. 

გახარია სუხარია - ასეთი სუხარი იყიდებოდა ანტისაოკუპაციო აქციის ფარგლებში (ფოტო)

პროტესტის 25-ე დღეს, აქციამ "სირცხვილია" პარლამენტთან ფლიმარკეტს უმასპინძლა.

მათივე თქმით, დაინტერესების შემთხვევაში საპილოტე გადაცემამ შესაძლოა, რომელიმე ტელევიზიის ეთერშიც გადაინაცვლოს.

“პროტესტის 27-ე დღეა და დღეს გადავწყვიტეთ, რომ ერთგვარი სატესტო გადაცემასავით გავაკეთოთ, სატელევიზიო გადაცემის ფორმატით. ორი წამყვანი გვეყოლება  სცენაზე და მოდერატორი იქნება ქვევით მომიტინგეებში. კითხვა-პასუხის რეჟიმში იქნება, გვეყოლება სტუმრებიც, რომლებიც შეაფასებენ ამ 27 დღეს, პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში. ბევრი ბრალდება მოდის, რომ თითქოს ამ აქციების გამო ეკონომიკური დარტყმა მივაყენეთ ქვეყანას, თითქოს ის, რომ რუსეთმა შეიძლება დაგვბომბოს იმის გამო, რომ აქ ვდგავართ და ა.შ.“ – აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

პოპულალურები