ვსმსახიობ ანტონიო ბანდერასს ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ესოანელი მსახიობი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილი როლებისთვის ფილმებში: “ზოროს ნიღაბი” და “ერთხელ მექსიკაში”, ტვიტერზე დაწერა, რომ თავის 60 წლის იუბილეს (დღეს ის 60 წლის გახდა) კარანტინში აღნიშნავს.

“ყველას გილოცავთ” – დაწერა ბანდერასმა. ” მინდა, დღეს საჯარო განცხადება გავაკეთო, 10 აგვისტოს, მე იძულებული გავხდი ჩემი 60 წლის იუბილე კარანტინში აღმენიშნა, მას შემდეგ რაც, კოვიდ 19-ზე ტესტმა დადებითი აჩვენა”. 

“მინდა დავამატო, რომ თავს კარგად ვგრძნობ, მხოლოდ ცოტა გადაღლილობა, მჯერა, მალე კარგად ვიქნები, რადგან ზუსტად მივყვები ექიმის ინსტრუქციას, ეს კი მაძლევს იმედს, ეს ინფექცია დავამარცხო, როგორც არაერთმა ადამიანმა მთელ მსოფლიოში”.

 “ძლიერად გეხუტებით ყველას” , – წერს მსახიობი.