LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანუკი არეშიძე: „ადამიანების პაროდირება კარგად გამომდის…“

630
anukiareshidze-news3443435

„იმედის დღეს“ დიზაინერი, თბილისის მერის მეუღლე, ანუკი არეშიძე ესტუმრა და ეკო ფანგანის მიერ დასმულ 13 შეკითხვას უპასუხა. ისაუბრა როგორც სახალწლო კოლექციას, ასევე პირად ცხოვრებაზეც.

ანუკი არეშიძე:

მესამე წელია, გადავწყვიტე, რომ ანუკი განსაკუთრებულად ყურადღებით და მონდომებით აკეთებს საახალწლო-საშობაო კოლექციებს. კოლექცის თითქმის 70% გაიყიდა. კერძო შეკვეთებს აღარ ვიღებ.

რაცც შეეხება ახალ წელს, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმას ვიცვამ, რაც მიხდება და კომფორტულად ვგრძნობ თავს. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ მოდის ტენდენციები, მაგრამ ეს ყველაფერი შეფუთულია კარგად. წინა წელს იყო წითელი, იმის წინა წელს კი თეთრი. კოლექციაში თეთრი არ მაქვს, ამ კოლექციაში ღია ფერებიდანნ ჟოლოსფერი და ვარდისფერი გამოვიყენე. ბრჭყვიალაც კარგია, საახალწლო განწყობას ქმნის.

როგორც რუბრიკიდან გაირკვა, ანუკის აქვს ბითბოქსინგის ნიჭი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ასევე ძალიან კარგად შეუძლია სხვადასხვა ადამიანის პაროდირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები