LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპელაციის შედეგები ცნობილია: აბიტურიენტებს პროგრამების სიების შეცვლა 27 აგვისტომდე შეეძლებათ

214
97601017-1445605075619004-6688671059618562048-n

პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს 27 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს სთხოვს ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად, შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

„აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აფრთხილებს აბიტურიენტებს: არ დაგავიწყდეთ – ნებისმიერი ცვლილების შემდეგ გამოიყენეთ ღილაკი – შენახვა. გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული ვადის, ამოწურვის შემდეგ (27 აგვისტო) საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლით“, – განაცხადეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

 

ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები ცნობილია. როფორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ თხოვნით მიმართავს აბიტურიენტებს, რომ პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციონ:

• საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;

• უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტს;

• საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს;

• საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენას;

• გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

• აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);

• რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო. გამოცდაზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული და 94% გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები