LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპლიკაცია, რომელიც ტურისტებს ნაკლებად ცნობილი ადგილების პოვნაში დაეხმარება

photo

ნაკლებად ცნობილი ტურისტული დანიშნულებები ერთ აპლიკაციაში გააერთიანეს. ევროპულმა კომისიამ შექმნა რუქის მსგავსი სერვისი, სახელად – cultural Gems, რომელიც ნებისმიერ მსურველს ჯერ კიდევ აუთვისებელი დანიშნულების პოვნაში დაეხმარება. გარდა ამისა, აპლიკაცია მუდმივად განვითარების პროცესში იქნება და ახალ-ახალი ადგილების დამატებას ამა თუ იმ ქალაქის მაცხოვრებლებიც შეძლებენ. ამჟამად სერვისი 30 ევროპული ქვეყნის 168 ადგილს აერთიანებს. რაც შეეხება, საქართველოს, რუქაზე ის ჯერ-ჯერობით არ იძებნება. იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ სიახლე მხოლოდ ტურისტებისთვის არაა შექმნილი და ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებას ყველაზე პოპულარული ადგილების აღმოჩენაში და უკეთ განვითარებაში დაეხმარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები