LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოვლინდა

130
ხე-ტყის უკანონო მოპოვება

2021 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 55 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 37 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 26, ქვემო-ქართლში – 17, შიდა ქართლშიც – 17, აჭარაში – 15, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 9, მცხეთა მთიანეთში – 2 და გურიაშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

„ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 350 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 54 ფაქტი. ასევე ამოღებულია 13 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები