LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

apsnypublic: ასლან ბჟანიას თქმით, პატრიოტთა ალიანსის წევრები მზად არიან თანამშრომლობისთვის და შემდგომი აღიარებისთვის

273
118285537-996639350781456-1019312277417635152-n-2020-08-27-07-49-11-604383

ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი მედია წერს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სახალხო კრებაზე განაცხადა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მზად არიან თანამშრომლობისთვის და შემდგომი აღიარებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას apsnypublic ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით მათსა და “პატრიოტთა ალიანსს” შორის მოლაპარაკებები მოსკოვში დაიწყო, მომლაპარაკებლად კი ლაშა საკანია შეირჩა.

აღნიშნული ვიზიტის გამო, ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ “არუაამ” ლაშა საკანიას სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. ასლან ბჟანიას მრჩეველმა განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობა იყო ჰუმანიტარული აქცია ილორის ეკლესიისათვის ხატის გადაცემის მიზნით, რომელსაც საფუძვლად დაედო თხოვნა მოსკოვიდან.

apsnypublic-ის ცნობით, ასლან ბჟანიამ ისიც თქვა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებთან შეხვედრით შეცდომა დაუშვა.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ნაჩუქარ ხატს, ის აფხაზებმა უკან დააბრუნეს. ილორის ტაძარში ჩატანილი ხატი საოკუპაციო ხაზთან მოიტანეს და ენგურის ხიდთან დატოვეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ წარმომადგენელმა ნაირა ამალიამ გამოაქვეყნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები