LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აქ შექმნილია ხელოვნური საოკუპაციო ხაზი” – ანა დოლიძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობას შვილთან ერთად აპროტესტებს

68
ANA DOLIzE

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე  გუმათში, რკინის ბარიკადებთან მივიდა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობას ანა დოლიძე შვილთან ერთად აპროტესტებს.

ანა დოლიძემ სამართალდამცველებს სთხოვა, რიონის ხეობის მიმართულებით გადაადგილების საშუალება მიეცათ.

დოლიძის თქმით, მას, როგორც ტურისტს, ჰქონდა სურვილი, დაეთვალიერებინა ხეობა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

„აქ არის აბსოლუტურად ხელოვნური საზღვარი, არაკონსტიტუციური. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება, გადავაადგილდეთ ქვეყნის ტერიტორიაზე. ვერ მეტყვით ერთ მუხლს, თუ რატომ დგახართ აქ.

სამწუხაროდ, პოლიციას ავიწყდება, რომ დაქირავებულია ქართველი ხალხის მიერ. აბსოლუტური ფანტასმაგორიაა, რაც თქვა დღეს კომპანია „ენკას“ დირექტორმა, თითქოს აქ ხალხი უნდა მოვიდეს და დაათვალიეროს.

მინდა, დავათვალიერო და ვინმე მიშვებს? აქ არის შექმნილი საოკუპაციო ხაზი იმ ჩინოვნიკების მიერ, რომელთაც იმის ვაჟკაცობაც არ აქვთ, აქ იდგნენ“, – განაცხადა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები