LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქცენტი გააკეთეთ ხარისხზე“ – ბიზნესმენის ისტორია

541
niznesstory2912

რუბრიკაში „ბიზნესმენის ისტორია“ წარმოგიდგენთ “მეღვინეობა სამის” ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი სხირტლაძის ამბავს.

ბიზნესი:

„მეღვინეობა სამი” დავაფუძნეთ სამმა მეგობარმა (ანდრო ჯიშკარიანი, ანდრო კიკნაძე და გიორგი სხირტლაძე). 2017 წელს სოფელ რუისპირში დავიწყეთ მარნის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 750 მეტრზე, ცივის ქედის ქვედა კალთაზე. მარანი არის თანამედროვე და შედგება 3 ნაწილისაგან: სავინიფიკაციო, სადეგუსტაციო და საძველო. მშენებლობა მთლიანად განვახორციელეთ საკუთარი ინვესტიციებით, 2019 წელს დავასრულეთ და მივიღეთ პირველი მოსავალიც.

წარმოშობით რაჭიდან ვარ, ღვინოსთან შეხება ბავშვობიდან მქონდა. ბაბუაჩემი ძალიან დიდი სიყვარულით ეპყრობოდა ვაზს. მახსოვს მისი შემართება და პასუხისმგებლობა ვაზის მიმართ გაზაფხულიდან დაღვინებამდე და შემდეგ ისევ თავიდან.

როდესაც მეღვინეობით სერიოზულად დავინტერესდი, მინდოდა მქონოდა უფრო მყარი თეორიული ცოდნა. ჩავაბარე ქართული მევენახეობა მეღვინეობის ფაკულტეტზე, გავხდი აგრარაული მეცნიერებბის მაგისტრი. ამის შემდეგ სულ სხვანაირი სამყარო გადაიშალა ჩემს წინაშე ყურძნის ტკბილის ღვინოდ გადაქცევის უამრავი თავისებურება და ვინიფიკაციის ამოუხსნელი სასწაულები.

სირთულეები:

სირთულეები, რომელიც საწყის ეტაპზე შეგვხვდა, იყო ვაზის ნერგის სწორად შერჩევის დილემა. უმრავლესობა ნერგებისა, რომელიც საქართველოში არის ხელმისაწვდომი, სამწუხაროდ დავირუსებული მცენარეა, ნერგი შეიძლება დროთა განმავლობაში მაინც დავირუსდეს, მაგრამ საწყის, შეგუებისა და ზრდა განვითარების ეტაპზე კარგი იქნება თუ უვირუსო ნერგს გავაშენებთ. ეს დაეხმარება მცენარეს ადაპტაციაში და ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, სერთიფიცირებული, ვირუსისაგან გაწმენდილი ნერგები ჩამოვიტანეთ იტლიიდან. რაც შეეხება საღვინე ჭურჭელს, საქართველოში როგორც ქვევრის, ასევე უჟანგავი ფოლადის ავზების ფართო არჩევანია, ერთადერთი წინააღმდეგობა რაც შეიძლება აქ მეღვინეს შეხვდეს, არის ფინაანსური საკითხი, საკმაოდ ძვირია ქვევრიც ავზებიც და სხვა დამხმარე ინვენტარი, რომელიც მეღვინეობის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია.

სამომავლო გეგმა:

ჩვენ, სამივე ვართ ჩართული ღვინის შექმნაში, იტალიიდან ჩამოვიტანეთ და გავაშენეთ უცხოური წარმოშობის ვაზის ჯიშები, კერძოდ: ტრამინერი და სოვინიონ ბლანი. გვაინტერესებს უცხოური ჯიშების ქართული მეთოდით დაყენების შედეგად რა ორგანოლეპტიკურ თვისებებს გამოავლენენ კონკრეტული სახეობები. ჩვენს მარანში არის 15000 ლიტრის ტევადობის ქვევრი. ღვინის დასაყენებლათ ვცდილობთ ადგილმდებარეობების მიხედვით შევარჩიოთ მაღალი ხარისიხის  ყურძენი და მივიღოთ ნატურალური ღვინო, ყველა ღვინის მცოდნისა და მოყვარულისათვის ცნობილია, რომ მაღალი ხარისხის ყურძნის გარეშე ღვინოს ვერ დავაყენებთ, ამ ეტაპისათვის ვაწარმოებთ ქისს, ხიხვს, რქაწითელს, საფერავს, ჰამბურიგის მუსკატს, რაჭულ მწვანეს ცოლიკაურთან ერთად და ორბელურ ოჯალეშს.

მომავალში დაგეგმილი გვაქვს დასავლური ჯიშებისაგან ცქრიალა ღვინოების დაყენება.

რჩევები:

რადგან კონკურენცია ძალიან დიდია და ღვინოს ბევრი კომპანია, მცირე მარანი თუ ფერმერი აწარმოებს, დამწყებ მეღვინეებს ვურჩევდი, აუცილებლად აქცენტი გააკეთონ ხარისხზე და ეცადონ მეტი ცოდნა შეიძინონ იმისათვის, რომ ხარისხიანი ღვინო მიიღონ. შეიძლება თავიდან გაუჭირდეთ ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება, მაგრამ იმედგაცრუებას არ უნდა მიეცნენ და მიზნისკენ სვლა არ შეაჩერონ. როდესაც პირველად გახსნი ქვევრს და იქ ის შედეგი დაგხვდება, რაც შენთვის დამაკმაყოფილებელია, მაშინ ხარ ძალიან ბედნიერი და ხვდები, რომ ამ საქმეს თავს ვეღარ დაანებებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები