LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე დაკავებული შალვა ნათელაშვილის შვილი გაათავისუფლეს (ვიდეო)

636
ტყუ

სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს. მათ შორისაა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი, რომელმაც პოლიციის განყოფილება ცოტახნის წინ დატოვა. ლეიბორისტული პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბექა რამიშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ დაკავებული.

დაკავებულთა შორის არიან მოძრაობა “გაბედეს” და “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” წევრები.

მანამდე აქტივისტებმა შენობის შესასვლელის ბლოკირება და ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვა სცადეს, რასაც აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, 6 ადამიანი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები 14 ნოემბერს დაიწყეს, როდესაც პარლამენტმა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივა ჩააგდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები