LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციების პარალელურად, ბატონის ციხის ტერიტორიაზე სტუმრები იკრიბებიან – [ფოტო,ვიდეო]

collage

ინაუგურაციისთვის გენერალური რეპეტიცია უკვე დასრულებულია.ფიცის დადების ცერემონია თელავში 15:00 საათზე უნდა დაიწყოს. ბატონის ციხის ტერიტორიაზე კი, სადაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, სტუმრები იკრიბებიან.

ადგილზე მივიდა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები, მათ შორის არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ნუკრი ქანთარია.

ორგანიზატორთა ცნობით, ინაუგურაციას სტუმრების უმრავლესობა ფეხზე დგომით დაესწრებიან და სკამებს მხოლოდ გამონაკლისებს შესთავაზებენ

შეგახსენებთ, რომ ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზციის წევრებს დაგეგმილი ჰქონდათ აქცია, თუმცა მათ ამ წუთებში სამართალდამცველები თელავში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები