LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის დროს დაზარალებულებს GCRT უფასო ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას სთავაზობს

128
aqciaparlamenttan

“წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი” (GCRT) 21 ივნისს, საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს კრიზისულ ინტერვენციასა და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას სთავაზობს.

“მოქალაქეებს, ვინც აქციის შედეგად დაზარალდა და ფსიქოლოგიური კონსულტაცია ესაჭიროება, დაგვიკავშირდით. მომსახურება უფასოა,”- აღნიშნულია GCRT-ის განცხადებაში, რომელიც მათ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა. 18 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა.