LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად და დამკვეთი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამარლებრივი საფუძვლები არ არსებობს: ცესკო სიძულვილის შემცველ ბანერებზე

55
1

“თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამარლებრივი საფუძვლები არ არსებობს.” – აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და აცხადენებ, რომ თბილისსა და სხვა რეგიონებში გაკრულ ე.წ. “სისხლიან ბანერებთან” დაკავშირებით მოკვლევა დასრულდა.

როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს “ალმას” შეუკვეთა მათი დამზადება-განთავსება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს, ან მათს ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ არის რეგისტრირებული:

“18-21 სექტემბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოვიდა სამი საჩივარი ბანერებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისსა და რამდენიმე რეგიონში განთავსდა და საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უნდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით.

უნდა აღინიშნოს, რომ სიძულვილის ენა, ნებისმიერი გამოხატულებით საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია და მისი ტირაჟირების ხელშეწყობა სცილდება ეთიკურ ნორმებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს “ალმას” შეუკვეთა მათი დამზადება-განთავსება, სწორედ ამ კერძო პირის პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება-განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით.

ჩვენი მოკვლევის თანახმად, ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს, ან მათს ოფიციალურ მხარდამჭერს, არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ არის რეგისტრირებული. ის არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ჩვენს მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამარლებრივი საფუძვლები არ არსებობს.” – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

პოპულალურები