LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის ის რეალობა, რომ აშშ-მ სანქციებზე დაიწყოს საუბარი – დეპუტატები კონგრესმენის კანონპროექტზე

90
kongresi

არ არის ისეთი მდგომარეობა და არ არის რეალობა ისეთი, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა რაიმე სანქციებზე დაიწყონ ლაპარაკი, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ იმ კანონპროექტის შესახებ განაცხადა, რომლითაც აშშ-მ საქართველოს, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს.

მდინარაძე ამბობს, რომ აშშ-სგან სანქციების დაწესებას არ ელოდება.

„საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია და როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავიხსენებ აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ეს უხერხულობა გამოიწვია ჩვენი კოლეგებისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის არასწორმა ინფორმაციამ. მაშინ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩასწორდა. ეს უხერხულობა ,მე მგონია, უნდა აიცილონ ხოლმე ჩვენმა კოლეგებმა საქართველოში.

რამდენად უნდა მტრობდე შენს ქვეყანას, რომ არასწორი ინფორმაციები შენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდო უცხოელ პარტნიორებს და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. ეს არის ცუდი“, – განაცხადა მდინარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი კი მიიჩნევს, რომ იმ მოვლენებმა გამოიწვია, რომელიც “თიბისისთან” და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განვითარდა. სამადაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს იმიჯი სერიოზულად დაზიანდება, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონგრესი.

“რეალურად საფრთხე შეექმნა მორიგ ჯერზე დასავლურ ინვესტიციებს ჩვენს სახელმწიფოში და სწორედ ეს არის შედეგი. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, ამ კანონპროექტს მიიღებენ თუ არ მიიღებენ კონგრესში, მისი არსებობა უკვე თავისთავად შეიძლება ითქვას, რომ არის უკიდურესად დამაზიანებელი საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები