LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ არსებობს საბუთი იმისა, რომ 33 ადამიანის სიკვდილი ვაქცინაციასთან რამენაირ კავშირში იყო” – ნორვეგიაში ხანდაზმულთა სიკვდილიანობასა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ დადგინდა

107
BeFunky-collage

ხანდაზმულთა სიკვდილიანობის ბოლოდროინდელ შემთხვევებსა და Covid-19-ის ვაქცინებს შორის კავშირის მტკიცებულება არ დგინდება. ამის შესახებ ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს წარმომადგენლები იუწყებიან.

სტეინარ მადსენის თქმით, შიშის მიზეზი არ გვაქვს, ვინაიდან მისივე განმარტებით, არ არსებობს საბუთი იმისა, რომ 33 ადამიანის სიკვდილი ვაქცინაციასთან რამენაირ კავშირში იყო.

“ამ პაციენტებს სერიოზული დაავადებები ჰქონდათ. ვერ ვიტყვით, რომ ისინი ვაქცინებისგან გარდაიცვალნენ”. – აღნიშნავს სააგენტოს წარმომადგენელი და დასძენს, რომ მძიმე ავადმყოფების, იმუნიზაციის შემდეგ სიკვდილი, შესაძლოა, უბრალოდ დამთხვევა იყო.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში ამ დროისთვის 42 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა.

თავდაპირველი ანგარიშის თანახმად, ნორვეგიაში ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვალა 80 წელს გადაცილებული 23 ტერმინალურად ავადმყოფი პაციენტი. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, მათგან 13-ის გარდაცვალებაში წვლილი ჰქონდა ვაქცინის გვერდით მოვლენებს, რომლებიც კრიტიკულად ავადმყოფ პაციენტებში გამოვლინდა ჩვეულებრივზე მძიმე ფორმით.

Bloomberg-ის ცნობით, ვაქცინის მწარმოებლები, Pfizer-ი და BioNTech-ი გარდაცვალების შემთხვევებს ნორვეგიის მარეგულირებელთან ერთად სწავლობენ.