LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე: სალომე ზურაბიშვილი

87
სალომე-ზურაბიშვილი

„არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე!“, – აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი განმარტებით, ოკუპაციის საშინელი შედეგების გამო, აფხაზური ენა და კულტურა ჩვენს თვალწინ ქრება.

„დღეს აფხაზეთის დღეა.

დღეს ჩვენ ვხედავთ ბევრ მითს, მცდარ წარმოდგენებსა და გამორჩენილ ფაქტებს, რაც ექსკლუზიურად საბჭოთა იმპერიის ნამოქმედარია, რომელიც განხეთქილებისა და დაყოფის დასათესად მუშაობდა.

დღეს ჩვენ ვხედავთ მიმდინარე ოკუპაციის საშინელ შედეგებს: აფხაზური ენა და კულტურა ჩვენს თვალწინ ქრება!

თუმცა რეალობა ერთია: არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

პოპულალურები