LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ დაიდარდო“ 19 წლის ხდება: „რადიოს რეიტინგი ჩვენი მსმენელის დამსახურებაა, მადლობა მათ…“

194
თაკო და გულბათა

„არ დაიდარდოს“ წამყვანები და მომღერლები, თაკო მელიქიშვილი და ლევან გულბათაშვილი ესტუმრნენ და რადიოეთერების შესახებ ისაუბრეს.

თაკო მელიქიშვილი:

„პირველ ივნისს არის ჩვენი დაბადების დღე, რადიო„ არ დაიდარდო“ 19 წლის ხდება. მეც ამდენივე წელია, ამ ჭეშმარიტად ქართული და რეიტინგული რადიოს წამყვანი ვარ. მინდა, ყველას მივულოცო „არ დაიდარდოს“ დაბადების დღე. ვულოცავ ჩვენს ჰოლდინგს, მადლობა გიორგი მშვენიერაძეს, ყველა თანამშრომელს და რაც მთავარია, მსმენელს, რადგან „არ დაიდარდოს“ რეიტინგი ხალხის დამსახურებაა…“

ლევან გულბათაშვილი:

„ნომერ პირველი რომ ვართ, უკვე მივეჩვიეთ. მსმენელს პირადად ვიცნობთ. გვიგზავნიან უამრავ საჩუქარს ღვინოსა თუ ხილს და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს…“

ვიდეო: ლევან გულბათაშვილმა „მოგონებები“ შეასრულა

ვიდეო: „თაკო – სიყვარულის გოგო” – თაკო მელიქიშვილმა ახალი სიმღერა „უმისამართოდ” შეასრულა

პოპულალურები