LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ დავტოვებთ მარტო დედაეკლესიასა და პატრიარქს” – ირმა ინაშვილი

180
ina

საპატრიაქროს გარშემო მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა განაცხადა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც მისი თქმით, ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციის” პერიოდიდან დაიწყო.

ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ…

“ყველას მინდა ვუთხრა, ნამდვილად არ დავტოვებთ მარტო დედაეკლესიასა და პატრიარქს”.

ის ამბობს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მასში ჩართული ფსევდოლიბერალური ძალებისთვის მძიმედ დასრულდება.

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა (ფოტო)

ბოდბელი ეპისკოპოსი საიდუმლო შეხვედრას პრემიერის კაბინეტში ადასტურებს.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა TV პირველის ეთერში ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც როგორც თავად ამბობს, “ეჩალიჩებოდნენ ილია მეორის გადაყენებაზე.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრას სუსის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, ასევე იმ პერიოდში შსს მინისტრი გიორგი გახარია და თავად გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.

კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობი პასუხობს:

“ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ… მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი , არც პეტრე , არც სხვები, არც ბატონი ბიძინა … მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია…”

მეუფე იაკობის ბრალდებები უარყო პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ამის მოვლენების შემდეგ, მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები