LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არ მაინტერესებს, ფული აიღეს თუ ნაცნობობით გაკეთდა“ – ოთხმეზური შეწყალებაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს

333
BeFunky-collage

ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს და არ მაინტერესებს, რის შედეგად მოხდა შეწყალება – ფული აიღეს, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით თუ მტრობით, – ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა, პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან განუცხადა.

როგორც ოთხმეზურმა აღნიშნა, გამოკითხვისას თქვა, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ბეჟანიძე, რის შესახებაც მასალები პროკურატურაშია.

„გამომძიებელმა მკითხა, როგორ იყო თავიდან საქმე, რა იყო და ვუთხარი, რომ დამნაშავე იყო ბეჟანიძე და ეს საქმეები დევს პროკურატურის მასალებში. ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს და არ მაინტერესებს, რის შედეგად მოხდა შეწყალება – ფული აიღეს, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით თუ მტრობით, არ აქვს ამას მნიშვნელობა ჩემთვის. რაც ვიცოდი, დევს პროკურატურის და საქმის მასალებში. მკითხეს, გამოცხადდები თუ არა სასამრთლოზეო და ვუთხარი, რომ თანახმა ვარ. ასევე მკითხეს, სასამართლოზე მიხვალ თუ არა ჩვენების მისაცემად საჭიროების შემთხვევაშიო, რაზეც ვუთხარი, რომ კი ბატონო, მივალ-მეთქი. ბევრი ვარიანტი არსებობს შეწყალებაზე – შეიძლება არ ჩათვალა საჭიროდ, რომ წაეკითხა, შეიძლება წაიკითხა და მაინც შეიწყალა. ყველაფერი შეიძლება“, – განაცხადა ოთხმეზურმა.

კითხვაზე შეწყალების საკითხზე პასუხისმგებლობას ვის აკისრებს, მან უპასუხა, რომ  „პრეზიდენტს ვაკისრებ, სხვას ვის უნდა დავაკისრო?!“

მთავარმა პროკურატურამ  სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.საქმეში ფიგურირებს როგორც შეწყალებული რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე, ასევე სხვა პირები.

როგორ აკრიტიკებდა პატიმრების შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს [ვიდეო]

საუბარია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, თუმცა ვისი მხრიდან უცნობია.

პოპულალურები