LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მიმაჩნია სწორად ერთი ადამიანის ლანძღვა, როცა რუსეთთან მიმართებაში საერთო სამოქმედო გეგმა არ გაგვაჩნია – შოთა არველაძე

110
BeFunky-collage (11)

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ახლახანს ესპანური ბასკონიადან მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა.

შენგელია მოსკოვმა 6 მილიონად იყიდა.

ცნობილი კალათბურთელის რუსეთის არმიის კლუბში გადასვლას საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

თუმცა, თავად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მხარდაჭერას უცხადებს კაპიტანს. ისინი “საწყენ” და “უაზროს” უწოდებენ საზოგადოების კრიტიკას და აცხადებენ, რომ “არ აქვს მნიშვნელობა სად, რომელი ქვეყნის გუნდში იქნება” შენგელია, რადგან ის პატრიოტია.

კალათბურთელის მისამართით კრიტიკა არ წყდენა. მის აგდაწყვეტილებას აპროტესტებენ როგორც კალათბურთის გულშემატკივრები, ისე რიგითი მოქალაქეები, საზოგადოების ცნობილი სახეები და ასევე პოლიტიკოსები.

ფაქტს ეხმაურება პრეზიდენტიც და სოციალურ ქსელში წერს, რომ შენგელიას გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია. 

მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება ფეხბურთელი შოთა არველაძე. თუმცა, მას შედარებით განსხვავებული პოზიცია აქვს და სხვა პრობლემაზე უსვამს ხაზს. ქართველი ფორვარდი აღნიშნავს, რომ ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა სწორი არ არის, რადგან რუსეთთან მიმართებაში საზოგადოებას არ გააჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

გთავაზობთ მის პოსტს:

“ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე. საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს,”-წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

მეამაყები: თორნიკე შენგელიას მეუღლის პირველი კომენტარი

“ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ” – საქართველოს კაპიტანი მოსკოვმა 6 მილიონად იყიდა

თორნიკე შენგელია: “თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს… ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია”

„6 მილიონს წამოიღებს და წამოვა” – გიორგი ჯანელიძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები