LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე არ მინდა, ამ ადამიანებს ჩამოვკიდო გარდაცვლილი ადამიანის ცოდვა – დავით სერგეენკო

sergeenko

მე არ მინდა ამ ადამიანებს ჩამოვკიდო ამ გარდაცვლილი ადამიანის ცოდვა, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით განაცხადა.

“მათ ქონდათ გადაცდომები, თუმცა, ვერ დაადასტურებთ, თუ რამდენად ამან გამოიწვია ის, რაც მოხდა. რაც შეეხება სოც მუშაკების მომავალ საქმიანობას საჭიროა სისტემური გაუმჯობესება და კომუნიკაცია, დაფუძნდა სოცუალური სამუშაოს საბჭო, რომელსაც მინისტრი უხელმძღვანელებს, რომელიც თვეში ერთხელ გეგმიურად ჩატარდება და განიხილება ყველა საკითხი მათ შორის კომუნიკაცია მიმდინარე აქტივობების და პირველი ასეთი საბჭო იქნება მომავალი კვირის დასწყისში,”- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ბავშვთა უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ბავშვთა ზრუნვის სისტემას რეფორმა სჭრიდება. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ სოციალური მუშაკები არასათანადო გარემოში მუშაობენ და მათი რაოდენობა ძალადობის შემთხვევებზე დროული რეაგირებისთვის საკმარისი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები