„ძალიან მაღიზიანებენ პედანტი, ზედმეტად „სწორი“ ადამიანები, რომლებიც არასდროს არღვევენ წესებს. მე საინტერესო, უცნაური ადამიანები მომწონს, ვისგანაც ყოველთვის სიურპრიზებს ელი“, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ფრედი მერკურიმ, რომელიც მართალია ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ სავსე, მრავალფეროვანი ცხოვრებით იცხოვრა.

ფრედი მერკურის ციტატები:

ცხოვრება – თამაშია, რადგან ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. მთავარია, უკანალი ასწიო და დაიძრა მიზნისკენ. შესაძლოა, ნელი ნაბიჯით იარო, მაგრამ მთავარია იარო!

რა თქმა უნდა, ფული ვერ გიყიდის ბედნიერებას, მაგრამ ფულით ბევრად სწრაფად შეიძლება გაბედნიერება.

სიმღერა ახალ სამოსს ჰგავს, რომელიც თავიდან ძალიან მოგწონს, სიამოვნებით ატარებ, მერე კი, გბეზრდება და აგდებ.

ნამდვილი ნიჭი ყოველთვის თვითონ გაიკვლევს გზას!

არ შემიძლია ნახევრად სიყვარული. არ მჯერა ზომიერების და თავშეკავების. საყვარელ ადამიანს ყველაფერი უნდა მისცე, რაც გაგაჩნია.

რაც მეტი პრობლემაა ჩემს ცხოვრებაში, მით უკეთესი გამოდის სიმღერა.

ვერსასდროს გაუგებ ქალს, სანამ მის გაგებას ეცდები.

მარტოობა არ ნიშნავს ოთახში გამოკეტვას. ხალხმრავლობაში უფრო მტკივნეულად განიცდი მარტოობას, როცა ყველა იმას ხედავს შენში, რაც თვითონ უნდა.

მიყვარს ყველაფრის დამოუკიდებლად მიღწევა, რადგან დახმარება ან საჩუქარი – მხოლოდ სანუგეშო პრიზია მარცხისთვის.

რაც მეტ წარმატებას აღწევ, მით უფრო რთულდება შენი ცხოვრება.

არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. ადამიანებთან ურთიერთობისას ან მათზე ვლაპარაკობ, ან სხვა საინტერესო თემებზე.

სიყვარულის მოპოვება რთულია და ხშირად იმედგაცრუებით სრულდება.

 

მსგავსი თემები