LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მომწონს ეს ზარბაზნების ამბავი რაღაც, სამხედროების ამბავი, რომ ვიცი ხშირად უკუღმა გამოსდით ჩანაფიქრი და მაგიტომ ვდარდობ”

88b3960361835836e444d41321daf95e_XL

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში 2007 წელს, ორფოლოს პოლიგონზე მომხდარ კურიოზულ შემთხვევას იხსენებს, რომელიც შეიძლებოდა სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის ტრაგიკულად დამთავრებულიყო.

სერიოზულად ვდარდობ გურჯაანის, ახმეტის და ყვარლის ბედიღბალზე. პრინციპში საგარეჯომდეც შეიძლება მოუწიონ. არ მომწონს ეს ზარბაზნების ამბავი რაღაც. გული ცუდს მიგრძნობს. სამხედროების ამბავი, რომ ვიცი ხშირად უკუღმა გამოსდით ჩანაფიქრი და მაგიტომ ვდარდობ.

2007 წლის ამბავი მახსენდება სულ და ვფიქრობ რამე შარი არ მოუტანონ კახეთს.

თავდაცვის სამინისტროს მაშინ დიდი მხედართმთავარი დათო კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა. მიშა ყოველდღე აგინებდა, “იმის” დროს ჯარი გუგუნებდა და ეხლა ჩამკვდარიაო. რა უნდა ექნა კეზერაშვილს, ფულის შოვნის გარდა არაფერი გამოსდიოდა ისედაც და გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო, ერთი ეგეთი, “რეკაშეტი”, დათო ნაირაშვილი. იმას დაავალა, რამე ქენი თორემ ცუდადაა საქმეო. ნაირაშვილი კარგი ადამიანი იყო და არის, მაგრამ საქმეში, ცოლი ძაღლს რომ არ ანდობდა გასასეირნებლად, ისეთი. ხოდა იმანაც ავიაციის სწავლება დაგეგმა ჩქარ-ჩქარად ორფოლოს პოლიგონზე, 500 კილოიანი ბომბების ჩამოყრით. სანახაობა ეგ იქნება თუ იქნება, მიშას რომ დაამახსოვრდესო.

სანამ თვითმფრინავები აფრინდებოდნენ პოლიგონზე სასროლად, სამიზნეები უნდა მოენიშნათ, რომელიც, როგორც წესი, თეთრი საღებავით ან გოგირდის პუდრით იხაზებოდა. იმ დღეს არც გოგირდი აღმოაჩნდათ და არც საღებავი. ნაირაშვილმა პრობლემა მალევე გადაწყვიტა და სამიზნეებად მიწაზე ლურჯი ბრეზენტები გააჭიმინა.

პატარა ბორცვზე მიშას მთელი სვიტა ახლდა სანახაობის საყურებლად. მოკლედ, იმხელა ამალა ახლდა კეზერაშვილ-მერაბიშვილებიან სხვებიანად, რომ სტუმრებისთვის შესანიღბი ბადით (მასკიროვოჩნი სეტკა რომაა) გაკეთებული სეფა პატარა აღმოჩნდა და ნაირაშვილმა სახელდახელოდ უკვე გადაჭიმულ ბადეს ლურჯი ბრეზენტი მიაბა და ისე გააფართოვა სეფა.

აფრინდნენ სუ-25-ები მარნეულიდან ოთხი ბომბით. იციან მფრინავებმა, რომ ლურჯი ბრეზენტებია სამიზნე. ხოდა მტკვარის ხეობაში შემოსული თვითმფრინავების გუგუნი რომ გაიგონა ნაირაშვილმა, ამაყად აიხედა მაღლა და მიხვდა, რომ ლურჯი ბრეზენტის ქვეშ და გვერდით იდგა ქვეყნის “ელიტა”. გაიქეცითო ერთის დაძახება მოასწრო და გადახტა. გადამხტარი ნაირაშვილის სალტო კეზერაშვილმა მოწვა პირველმა და ა.შ.

მინდორში 500 კილოიან ბობმბს სად გაექცევი?

ალან ლაკოევი გვყავდა მაგარი მფრინავი, პირველ სუ-ზე ის იჯდა და ეგრევე მოწვა რაღაცაშია საქმეო, გაქცეული ხალხი რომ დაინახა ლურჯი ბრეზენტის ირგვლივ და მეორე მფრინავს ანიშნა გავდივართო. მფრინავებმა კი ივარგეს, მაგრამ სამი დღე იკეთებდნენ ორფოლოს სწავლების სტუმრები თბილისის სალონებში მანიკურს იმდენი ტალახი ქონდათ ფრჩხილებში. სიმწრით კი თხარეს დასამალი “აკოფები” ყველამ საკუთარი ფრჩხილებით, მაგრამ კეზერაშვილის კეთილებზე და არამარტო, უყრია მიშას ჯავრი.

ეს ამბავი, რომ მახსენდება სულ კახეთის ბედზე ვფიქრობ, რამე შარს არ გადავეყაროთ სალომეს ისეთი ფეხი აქვს.

პ.ს. ვისაც ეს ამბავი ჭორად მოგეჩვენებათ სამთავრობო დაცვის მაშინდელ ბიჭებს კითხეთ, მაგრამ ეგ არაა მთავარი. კახელებო მერე არ თქვათ არ გაგვაფრთხილაო.

შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს ქვემეხებიდან “ერთობლივი გასროლა” მოხდება. სავარაუდოდ ქვემეხებიდან გასროლით გამოწვეული ბიძგები სოფელ კურდღელაურში, სახლის მინების ჩამსხვრევის მიზეზი გახდა.

ცნობისთვის, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე II-ის სასახლეში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები