LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მოველოდი თუ ამხელა თანხას მოვიგებდი“ – ვინ არის ლოტოს კვირეულის გათამაშებაში მოგებული 10 000 ლარის მფლობელი

517
242342862-374678044200775-3291307412780890461-n

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის დაწესებულ წამახალისებელ ყოველკვირეულ გათამაშებას პირველი, ბოლნისელი გამარჯვებული ჰყავს – ის 72 წლის ნიკოლოზ რეხვიაშვილია.

ნიკოლოზ რეხვიაშვილი ქალაქ ბოლნისში Sinopharm-ის ვაქცინით ერთი კვირის წინ აიცრა. 72 წლის გამარჯვებული ავტომატურად ეთიშება ყოველდღიურ გათამაშებას, თუმცა მისი მონაცემები ერთიან ბაზაში მაინც რჩება.

წლის ბოლოს, როდესაც შემაჯამებელი წამახალისებელი ლატარია გაიმართება, არ არის გამორიცხული, რომ მისი მონაცემები ისევ იღბლიანი აღმოჩნდეს.

„არ მოველოდი თუ ამხელა თანხას მოვიგებდი, საერთოდ, თუ მოვიგებდით აქ. მოულოდნელი იყო. დამიკავშირდნენ ტელევიზიიდან და მითხრეს ეს ამბავი, არ დავიჯერე კიდევ, სანამ საიტზე არ შევედი და არ გადავამოწმეთ,“ – განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ნიკოლოზ რეხვიაშვილმა.

ლოტოს კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ნიკოლოზ რეხვიაშვილი კუთვნილ მოგებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით, საქართველოში ლატარია – „აიცერი და მოიგე“ თამაშდება.

კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის ფულად ჯილდოებს ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წლის ბოლომდე, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად გაათამაშებს. ჯამური საპრიზო ფონდი 2 მლნ 800 ათასი ლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები