LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეამოწმებდა ან შემოწმებამდე წინასწარ გააფრთხილებდა: დაკავებულია სურსათის სააგენტოს თანამშრომელი (ვიდეო)

107
dgnu

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელთან ცდილობდა გარიგებას და ფულის სანაცვლოდ აღნიშნული ობიექტის შემოწმებას არ მოახდენდა. კორუფციული გარიგების მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ბარის მეპატრონეს დაჰპირდა, რომ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ობიექტის შემოწმება მაინც გადაწყდებოდა, ის წინასწარ გააფრთხილებდა. ეჭვმიტანილი საგამოძიებო სამსახურმა თანხის აღების ფაქტზე დააკავა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდა თბილისში განთავსებული ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს, რომელსაც დაპირდა სამსახურებრივ მფარველობას, რაც გულისხმობდა იმას, რომ სააგენტო არ განახორციელებდა ობიექტის შემოწმებას, ხოლო, შემოწმების დაგეგმვის შემთხვევაში იგი წინასწარ მოახდენდა მეწარმის ინფორმირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა, კაფე-ბარის მფლობელს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება” – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები