LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს დაუდგნენ მაშინ, როცა იციან, რომ სისხლიანი დანაშაულები აქვთ ჩადენილი: ვოლსკი ოპოზიციაზე

45
გია ვოლსკი

„არ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს დაუდგნენ მაშინ, როცა იციან, რომ სისხლიანი დანაშაულები აქვთ ჩადენილი,“ – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას – რამდენად შეძლებს ოპოზიცია საერთო კანდიდატის წარდგენასა და კახა კალაძისთვის კონკურენციის გაწევას.

ვოლსკის აზრით, პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის” სატელიტად მოიაზრებოდნენ, ხვდებიან, რომ პოლიტიკური გადარჩენისთვის საკუთარი პროგრამის წარმოჩენაა საჭირო.

„არ ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ჯანსაღი კონკურენციის გზით წავა, მითუმეტეს, ინტელექტუალური რესურსი, რომელიც მმართველობით სისტემას სჭირდება, ოპოზიციას არ გააჩნია,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის მთავარი იარაღი კვლავ დესტრუქცია და დეზინფორმაციის გავრცელება იქნება. ამასთან, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ მედიამ  ინტენსიურად სწორი ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაზე იმუშაოს, თუმცა ამის დიდ სურვილს, როგორც ეს ვოლსკიმ თქვა, ვერ ხედავს.

„როცა დესტრუქციაზე, აგრესიაზე და დაპირისპირებაზეა საუბარი, „რესურსი ყოველთვის მოიძებნება, ამის რესურსი ჩვენს ოპონენტებს ნამდვილად გააჩნიათ, მათ შორის მელიას.

პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტად მოიაზრებოდნენ, ხვდებიან, რომ ასეთი სადისტური მმართველობის გამეორება და ამ თემის ჩრდილში მოქცევა შეუძლებელი იქნება, საზოგადოებას ეს ახსოვს.

აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გადარჩენისთვის საკუთარი პროგრამის წარმოჩენაა საჭირო და ეს ეხება კონკრეტულ ადამიანებს, არ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს დაუდგე მაშინ, როცა ზუსტად იციან, რომ სისხლიანი დანაშაულები აქვთ ჩადენილი,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები