LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება პროტესტი სხვისი შეურაცხყოფის ხარჯზე: ანრი ოხანაშვილი

36
ანრი ოხანაშვილი

“არ შეიძლება პროტესტი სხვისი შეურაცხყოფის ხარჯზე” – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილი თვლის, რომ ეს არის დანაშაული, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.

მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ საზოგადოების დაპირისპირება და ვითარების დაძაბვა ოპოზიციის, კონკრეტულად კი “ნაცმოძრაობისა” და რუსეთის ინტერესებში შედის.

“პოლიციელები მთელი დღის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე, ვინც შესაძლოა გამხდარიყო ძალადობის მსხვერპლი, დაეცვათ” – ანრი ოხანაშვილი

შესაძლოა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მოხდა კონკრეტული ძალადობა, თუმცა ამ ყველაფერს ექნება რეაგირება,” – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.