LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ უარვყოფ, რომ კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი მაღალია: გამყრელიძე

54
amiran

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მზარდია, –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

თუმცა, ეს რიცხვი თანდათან დაიკლებს. როგორც მან საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული ინდიკატორით ახლა ქვეყანა „დაღმავალ ფერდზეა“.

„გარდაცვალების მაჩვენებელი ყველაზე მძიმე ინდიკატორია ეპიდსიტუაციის დასახასიათებად, მას უკვე ნელი ტემპი აქვს დინამიკაში.

არ უარვყოფ, რომ გარდაცვალების რიცხვი მაღალია, ამას ხშირად ვამბობდით. ჩვენ პიკი გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში და პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალების რიცხვი იზრდება.

ამიტომ, ახლა ამ ინდიკატორითაც ქვეყანა დაღმავალ ფერდზეა, თანდათან ის შემცირდება, თუ ინფიცირების მაჩვენებელი არ გაგვეზარდა. მაგრამ, მოგეხსენებათ, თითოეული გარდაცვალება მძიმეა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები