LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვაპირებ არც სასამართლოში გამოცხადებას, არც ცრუ ფარსში მონაწილეობას: ელენე ხოშტარია

200
ელენე-ხოშტარია

პოლიტიკური პარტია “დროას” დამფუძნებლის, ოპოზიციის ნაწილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით წარმოებულ საქმეზე სხდომა დაინიშნა, მისვლას არ აპირებს.

” ცინიკურია რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს, ხელისუფლება ბედავს და ამ პროტესტისთვის დევნის არა იმ მოძლადეებს, რომლებმაც იძალადეს ხალხზე, არამედ აქტივისტებს და ამ შემთხვევაში, მეც მეძახიან სასამართლოში. “

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, მას თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ 15 სექტემბერს მისი პროცესი დაინიშნა. პოლიტიკოსის თქმით, როგორც მას უთხრეს, საქმე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პროტესტს შეეხება.

“წარმოდგენა არ მაქვს, არ მინახავს არანაირი უწყება, ვიღაც დამიკავშირდა, მითხრა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღის პროტესტის გამო, რაღაცას მედავებიან, უბრალოდ არ მაინტერესებს, არც ერთი ჯარიმა არ გადამიხდია, ივანიშვილის გვირაბშიც რაღაც რომ დავწერე, ამაზეც დამაჯარიმეს, კანცელარიის შეღებვაზეც დამაჯარიმეს. არ მაინტერესებს, რადგან ეს არც სასამართლო პროცესია, არც სამართლებრივი პროცესია, ამორალურია სრულიად და სწორედ ამიტომ უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები.”

“ადმინისტრაციული საქმეა, რაღაც საბჭოთა უბედური კოდექსით, რომელიც პოლიციას ყველაფრის კეთების უფლებას აძლევს, უამრავი აქტივისტია, ვინც იდევნება, ჯარიმდება ამ რაღაც აბსურდული პროცესის გამო. მე უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ საერთოდ არ ვაპირებ ფეხის მიდგმას”,- განაცხადა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები