LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვაპირებთ, აქციებს შევუერთდეთ, უხერხულია ხალხის ტარება აქციაზე ისე, რომ მიზანი და გეგმა არ გაქვს: ხვიჩია

94
იაგო ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტია არ აპირებს, ქვეყანაში დაანონსებულ აქციებს შეუერთდეს.

ხვიჩია მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ უხერხულია ადამიანების ტარება აქციაზე, როდესაც პოლიტიკოსებს მიზანი, სათქმელი და გეგმა არ აქვთ:

“სწორი სტრატეგია იქნებოდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს უარი ეთქვათ ნებისმიერ აქციაში მონაწილეობაზე, ვიდრე არ შეთანხმდებიან, როგორი იქნება ქვეყანა “ქართული ოცნების” შემდეგ. ეს იქნებოდა საქმიანი პასუხი ამ ყველაფერზე, რადგან იქნებ, ვინმე ამ დროს მაინც დაფიქრებულიყო, რომ ოპოზიცია საქმეზე ფიქრობსო.

მგონი, ასეთ რამეს არავინ დაუჯერებს, ვიდრე “ნაცმოძრაობა” არ ამბობს საქმიან სიტყვას – დავიშალეთ. არ ვაპირებთ, ამ აქციებს შევუერთდეთ. სხვასაც ვურჩევთ, მასში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან უხერხულია ამ ხალხის ტარება აქციაზე ისე, რომ მიზანი არ გაქვს, სათქმელი არ გაქვს, გეგმა არ გაქვს.

ჯერ ესენი უნდა მოიფიქრო და ხალხს მხარდაჭერისთვის შემდეგ უნდა დაუძახო. უნდა იცოდე, ადამიანების დახმარება რაში გჭირდება. თუ ეს არ იცი, ადამიანებს ვერ გააგებინებ რა გინდა და ნებისმიერ შემთხვევაში, იმედგაცრუებას გამოიწვევ.

მგონია, რომ ნიკა გვარამია ტყვე არის, მაგრამ ციხიდან მის გამოყვანას ამის ლაპარაკი არ უშველის. ამისთვის მთავარი ბრძოლის შეწყვეტაა და დაორგანიზებული აქციები ბრძოლის შეწყვეტას კი არ ეხება, არამედ ბრძოლის გამძაფრებას და თან ისეთ დროს, როცა ამის ძალაც არ არსებობს.

ეს არასწორი ნაბიჯია. კიდევ ერთხელ ვცდილობ, ეს ადამიანები იმ შეცდომებისგან ვიხსნა, რომლის დაშვებასაც აპირებენ. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ეს ნაბიჯი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან ლოგიკური შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლას არ წყვეტს. მინდა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაშლაზე უფრო მეტი ისაუბროს, ვიდრე პარლამენტის დატოვებაზე”, – ამბობს იაგო ხვიჩია.

კობახიძე: ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები, თავისი არსით, არიან ანტიევროკავშირი

კობახიძე: გვარამია განასახიერებს კორუფციას, სიძულვილს, ზიზღს, ყველაფერ იმას, რაც არის ევროკავშირის საწინააღმდეგო მოვლენა

შეგახსენებთ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მისი სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამავე თემაზე: 

იოსელიანი: შეიძლება ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს გულს ფხანდეს ვინმეს პატიმრობა, მაგრამ ერთ წრეზე სიარულმა და ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომამ, ბოლო 30 წელია, კარგი რომ არაფერი მოგვიტანა

სამადაშვილი: იმედი მაქვს, დღესვე გაერთიანდება საზოგადოება შეწყალების პეტიციის ხელმოსაწერად

იაგო ხვიჩია: სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე რომ ხალხი დაიჭიროთ, პარლამენტში ყველა კომიტეტის თავმჯდომარე და თანამდებობის პირი დასაჭერია

აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ნიკა გვარამიას მეუღლე: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..“

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი“ – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას დაკავებას

რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში: ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები