LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვართ მათ შორის, ვინც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს უჭერს: იაგო ხვიჩია

41
იაგო ხვიჩია

არ ვართ მათ შორის, ვინც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს უჭერს, – აცხადებს გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმ პირობებში, როცა ოპოზიციას მხოლოდ ორი ხმა აკლია იმისთვის, რომ უნდობლობის გამოცხადების პროცესი დაიწყოს, მისცემენ თუ არა ისინი ხმას ამ პროცესის დაწყებას? – ხვიჩია ამბობს, რომ „გააჩნია ოპოზიცია რას იზამს“ და განმარტავს, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ იმისთვის, რათა მათი ინტერესებისთვის ევაჭრონ ადამიანებს.

“ჩვენ გვინდა მეტი თავისუფლება ჩვენი ამომრჩევლებისთვის.” – აცხადებს ხვიჩია.

აი, კაი-კაი რაღაცები ილაპარაკონ საქმეზე, რაც ჩვენ გვინდა, მაგალითად, ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, ეროვნული ბანკის გაუქმებაზე, მოსამართლეების და „შერიფების“ არჩევითობაზე და ა.შ.“, – განაცხადა ხვიჩიამ.