LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ეს სწორი იქნებოდა – გავრილოვი

166
unnamed

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგუროს რევანშისტი-გადამტრიალებლების გეგმები, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიის განადგურება სურდათ”,- ამის შესახებ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვმა განაცხადა.

მან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგუროს რევანშისტი-გადამტრიალებლების გეგმები, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიის განადგურება სურდათ. ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენი საუკუნოვანი ურთიერთობის დანგრევის მცდელობაში დამნაშავე ბინძურმა პროვოკატორებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ,” – განაცხადა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმართებოდა დიდი პროტესტი გამოიწვია. საზოგადოების აღშფოთების მიზეზი სხდომის წამყვანი რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი გახდა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.

პარლამენტში განვითარებულმა პროცესებმა რუსთაველის გამზირზე მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ ღამით ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. ხელისუფლების განცხადებით, აქციის ძალადობრივი მეთოდით დაშლის მიზეზი, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილის მხრიდან მოსალოდნელი პარლამენტის შტურმი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები