LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ველოდი თუ გახარია კანდიდატურას დააყენებდა ჩემ წინააღმდეგ – მეორე ადგილზე გასვლის შანსიც არ ჰქონდა: კახა კალაძე გახარიაზე

332
კალაძე - გახოოო

„არ ველოდი თუ გახარია კანდიდატურას დააყენებდა ჩემ წინააღმდეგ. მას არა თუ მოგების, მეორე ადგილზე გასვლის შანსიც არ ჰქონდა“, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის “ ეთერში გააკეთა.

მისი განმარტებით, ის თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით ცხადი ხდება.

„გულწრფელად ვიტყვი, რომა არ ველოდი თუ გახარია კანდიდატურას დააყენებდა ჩემ წინააღმდეგ. მას არა თუ მოგების, მეორე ადგილზე გასვლის შანსიც არ ჰქონდა. მე მგონია, რომ ამაში ის თავადაც დარწმუნებული იყო. რატომ გადადგა ეს ნაბიჯი უკვე ცხადი ხდება მისი ქმედებებიდან. მის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან ყველაფერი ირკვევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის 1 ტურის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 45.0% დააგროვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ 34.0%, ხოლო პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ 9.4%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები