LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვიცი, რამდენად აკვირდებოდით, მაგრამ დარბაზში თითქმის არავინ გისმენდათ: თეონა აქუბარდია თეა ახვლედიანს

55
1629199295-თეონა-აქუბარდია

“ისეთი მოხსენება იყო, რომელიც არ ჰგავს ოკუპირებული ქვეყნის სახელმწიფო მინისტრის მოხსენებას იმიტომ, რომ არ დაიწყეთ საუბარი იმ მწვავე ჰუმანიტარული კრიზისით და ოკუპაციით, რომელიც ქვეყანას აქვს”, – ამ სიტყვებით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში, „მინისტრის ფორმატის“ საათში მისულ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს.

“არ ვიცი, რამდენად აკვირდებოდით, მაგრამ დარბაზში თითქმის არავინ გისმენდათ”,-აღნიშნა აქუბარდიამ.

„გულწრფელად გიფიქსირებთ ჩემს სიმპათიებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ასეთი გაჭირვების მქონე ქვეყანაში, როცა ერთი მხრივ, ოკუპირებულ რეგიონებში უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები და წართმეული აქვთ ყველანაირი უფლება, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ასევე საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები 46 ათასი ადამიანია, ვფიქრობ, უფრო მეტი აქცენტია აუცილებელი“, – განაცხადა აქუბარდიამ.

პანდემიის პირობებშიც კი, გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. „ბორდერიზაციის“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები: თეა ახვლედიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები