LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ ვიქნები პარლამენტის წევრი და არ დავიკავებ თანამდებობას მომავალ მთავრობაში” – სად მიდის ყოფილი პრემიერი?

112
100090247-3020777544675680-9205293720641994752-n

ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური ძალების მხრიდან “პოლიტიკურ ვაჭრობას” აქვს ადგილი და საპარლამენტო არჩევნებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთო ეროვნულ მიზანს ექნება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ყოფილი პრემიერი განმარტავს, რომ ის არ აპირებს პარლამენტის დეპუტატობას და არც მომავალ მთავრობაში სურს თანამდებობის დაკავება.

თუმცა, მერაბიშვილი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ ჩართვას აანონსებს. ის ასევე წერს, რომ აღნიშნულ ბრძოლაში ერთადერთი ძალა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, რომელიც მერაბიშვილის აზრით, არჩევნებში გაიმარჯვებს.

„ქართველი რეფორმატორების ბრწყინვალე გუნდი”- ვანო მერაბიშვილი უკრაინაში სააკაშვილს ესტუმრა

“ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშველოვანესი არჩევნები. ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს ქართული ოცნება – რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა. გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ, საერთო ეროვნული მიზანი დავაყენოთ საკუთარ კარიერაზე, პირად ამბიციებზე მაღლა, ვიბრძოლოთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის.

დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთ ვის ალტერნატივის შეთავაზება.

განახლებული ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი.

ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს მხოლოდ ზოგად მოწოდებად, მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის.

სიყვარულით, ვანო მერაბიშვილი” – წერს სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები