LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვთამაშობ: საჯარო სამსახურში შესაძლოა დამატებითი ცნობა მოგთხოვონ

335
dc0900c4858a2f0dce82ed3898356bb3-XL

პარლამენტში ინიცირებულ კანოპროექტში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ შესატანი ცვლილებების პაკეტში აღნიშნულია, რომ საჯარო დაწესებულებებში დასაქმების მსურველებს შესაძლოა, დამატებით ცნობის წარდგენა დასჭირდეთ, რომ აზარტულ თამაშების მომხმარებლები არ არიან.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საჯარო დაწესებულებებში მომუშავეთა აზარტული და მომგებიან თამაშებში ჩართვის პრევენციას.

კანონპროექტში წერია:

„პროექტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასაქმებული პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტით.

წარმოდგენილი კანონპროექტი, გავლენას მოახდენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებიც ჩართულნი არიან აზარტულ და მომგებიან თამაშობებში. კერძოდ, მათ აეკრძალებათ აზარტული და მომგებიან თამაშობებში ჩართვა. სამწუხაროდ სახელმწიფო არ ფლობს არავითარ ციფრს თუ რამდენი ადამიანია ჩართული აზარტულ და მომგებიან თამაშებებში.

აზარტული თამაშების მომხმარებლების შესამცირებლად შესაძლოა რეგულაციები დაწესდეს

დეპუტატთა ჯგუფი აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას დაარეგისტრირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საჯარო სამსახურში ძირთადად ძალოვან უწყებებში შიდა განაწესით აკრძალულია აზარტულ და მომგებიან თამაშებებში მონაწილეობა, ისინი სხვა პირის შექმნილი ექაუნთებით მაინც იღებენ მონაწილეობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ საჯარო მოსამსახურეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია აზარტულ და მომგებიან თამაშობებში. 2018 წლის მონაცემებით, საჯარო სამსახურში სხვადასხვა ფორმით მუშაობს 283 800 ადამიანი. რაც შეეხება გავლენას მათ აეკრძლებათ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილობის მიღება და დღეს მოქმედი ექაუნთები იქნება გაუქმებული.“

აზარტული თამაშები თუ აიკრძალა, ფულს ხელზე “გავუმაზავთ”… მშობლებმა უნდა იზრუნონ შვილებზე“ – სად არის გამოსავალი?

კანონის ამოქედების ვადად 2020 წლის 1-ლი სექტემბერია განსაზღვრული. დასახელებული თარიღი ბიზნეს ოპერატორებისთვის საკმარისი იქნება, რათა სავარაუდო ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება დროულად შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის ავტორი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები