მინისტერიალის ლოკაციის შეცვლა და საქართველოს მთავრობა, რომელსაც ამის გამო გული სწყდება. საგარეო საქმეთა მინსიტრის შემდეგ განცხადებას პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, აცხადებს, რომ ეს არსებულ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავალია.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ საკითხზე უკვე თვეებია სპეკულაციები არ წყდება.

“უკვე რამდენიმე თვეა ამ თემის ირგვლივ არ წყდება აჟიოტაჟი და სპეკულაციები. ეს გახდა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და აშკარად შეიქმნა რისკი იმისა, რომ ამ ფონზე შეიძლება ჩვენს ქვეყანას და მის რეპუტაციას ამ ვითარებამ მიაყენოს ზიანი. ამის გათვალისწინებით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად გაგებით შეხვდნენ ამას სტრასბურგში. ხაზს ვუსვამ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა,” – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში აღარ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სერგეი ლავროვი და რუსული დელეგაცია არ ჩამოვა. საქართველოს დედაქალაქის ნაცვლად სხდომა სტრასბურგში ჩატარდება.

ამ საკითხზე რუსეთის ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები