LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა მაკიაჟსა და ფოტოშოპს: ლეგენდარული ვარსკვლავები Pirelli 2017-ის ფოტოსესიაში

180

პარიზში Pirelli-ის რიგით 44-ე კალენდრის პრეზენტაცია შედგა, რომლის ავტორიც ლეგენდარული მოდის ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგია. სრული ვერსია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, მანამდე კი ქსელში რამდენიმე კადრი მოხვდა – უმა თურმანის, ნიკოლ კიდმანის, რობინ რაიტისა და ჯულიანა მურის მონაწილეობით.

ცნობილია, რომ მათ გარდა გადაღებებში მონაწილეობა კეიტ უინსლეტმა, პენელოპა კრუსმა, ალისია ვიკანდერმა, ჰელენ მირენმა, რუნი მარამ, ჯესიკა ჩესტეინმა, ლუპიტა ნიონგომ, ლეა სეიდუმ და სხვა ცნობილმა ვარსკვლავებმა მიიღეს.

აღნიშნული სახეები შემთხვევით არ შერჩეულა: ბევრი მათგანი 40 წელზე მეტი ასაკისაა და მათი სილამაზე კალენდრის კონცეფციას პასუხობს. სილამაზის თანამედროვე სტანდარტზე – ფოტოშოპზე მათ  უარი თქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები