LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არა თუ მძევლად ხელში ჩაგდებას ჰქონდა ადგილი, არამედ საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს ყველანი ერთად” – ადვოკატი

252
BeFunky-collage

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელისთვის, ლევან ზურაბაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. მასთან იზოლატორში უკვე მივიდნენ მისი ინტერესების დამცველები. ირმა ჭკადუას თქმით, უკვე ცნობილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ზურაბაშვილს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის მომენტში, ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია.

“გთხოვთ, მაპატიეთ, 73 წლის ვარ, უამრავი თაობა გამიზრდია და აპატიეთ ლევანისაც, ბოროტებით არ გაუკეთებია” – დაკავებულის დედა საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ მიკროსაფინანსოში აყვანილი მძევლები აბსოლუტურად სოლიდარულები იყვნენ.

“იქ მყოფი ადამიანები აბსოლუტურად სოლიდარულები იყვნენ ბატონი ლევანის მიმართ, როდესაც ის მოთხოვნებს აცნობდა საზოგადოებას იქ მყოფი ადამინები ეუბნებოდნენ, რომ 7% ბევრია და უნდა დაეწიათ, შესაბამისად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არა თუ ძალადობას ან რაიმე იძულებას, ან მძევლად ხელში ჩაგდებას ჰქონდა ადგილი, არამედ საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს ყველანი ერთად” – აცხადებს ადვოკატი.

ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ: “თუ ერთმანეთის გვერდში დგომა არ ვისწავლეთ საზოგადოებად როგორ ვიწოდებით?”

 

პოპულალურები