LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არაა საჭირო, საკუთარი ღირსების, უპირატესობის დემონსტრირება, ადამიანებს არასდროს უყვართ მათზე განათლებული, ჭკვიანი და ნიჭიერი”- ჰარპერ ლის ცნობილი გამონათქვამები

18499
FORTUNA. GE

მართალია,  ჰარპერ ლი იურისპრუდენციას სწავლობდა, მაგრამ მთელი ცხოვრება მწერლობას ნატრობდა. ოცნება ახალგაზრდა ლიმ ნიუ-იორკში გადაბარგების შემდეგ აისრულა, როცა წიგნი „ნუ მოკლავ ჯაფარას“ გამოსცა. სხვათა შორის, რომანს მწერლის ბავშვობაში მომხდარი რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, რომელიც სამუდამოდ დარჩა მის მეხსიერებაში.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჰარპერ ლის ცნობილ ფრაზებს:

ნამდვილი გამბედაობა – თავიდანვე მარცხისთვის განწირული საქმის ხელის მოკიდება, ბოლომდე მიყვანა და გამარჯვებაა.

სინდისი – ადამიანის ის თვისებაა, რომელიც მოდას და საზოგადოებრივ აზრს არ ემორჩილება.

სინამდვილეში, მხოლოდ ბრიყვი ამაყობს საკუთარი ნიჭით და წარმატებით.

ადამიანები მეტწილად იმას ხედავენ და ის ესმით, რაც თვითო უნდათ, სიმართლე კი, არავის აინტერესებს.

არაა საჭირო, საკუთარი ღირსების, უპირატესობის დემონსტრირება, ადამიანებს არასდროს უყვართ მათზე განათლებული, ჭკვიანი და ნიჭიერი.

მსოფლიო მშვიდობის მოსაპოვებლად, პირველ რიგში საკუთარ თავთან მშვიდობის მიღწევაა საჭირო.

ის, ვინც სულ მომავალზე ფიქრობს, აწმყოში ცხოვრების ეშინია.

სინამდვილეში, ადამიანები კარგები არიან, უბრალოდ ძალიან ბევრი ცუდი სურვილი აქვთ.

ორის ურთიერთობაში პატიებას ყოველთვის ის ითხოვს, ვინც ნაკლებად დამნაშავეა, რადგან დანაშაულის გრძნობა არ ამძიმებს და ბევრად უფრო თამამია.

ყოველთვის ადვილია, გაიხედო წარსულში და დაინახო საკუთარი თუნდაც 10 წლის წინ, ბევრად რთულია, შეხედო საკუთარ თავს აწმყოში და შეაფასო ობიექტურად.

ყოველთვის შეიძლება ადამიანის სიბინძურიდან „ამოთრევა“, მაგრამ შეუძლებელია სიბინძურის ადამიანიდან „ამოთრევა“.

დატენილი თოფით სიარული – მოწოდებაა პირველს გესროლონ!

ადამიანი – დამოუკიდებელი კუნძულია, ყველა თვითონ აგებს პასუხს საკუთარ ცხოვრებაზე. კოლექტიურ პასუხისმგებლობას კი ის იგონებს, ვისაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების გამბედაობა არ ჰყოფნის.

ვინც ბევრს არ ნატრობს, იმას ყველაზე მეტი აქვს.

მეგობრებს მაშინ სჭირდები, როცა ცუდად არიან, როცა ადამიანი კარგადაა, საკუთარი თავის მეტი არავინ უნდა.