LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სამოგზაუროდ საქართველოს მოქალაქეებს ვიზა აღარ დასჭირდებათ

192
DisplayImage

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის, ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელები.

„მხარეებს შორის, ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობების დასრულების შემდეგ, საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ. ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გახლავთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის კიდევ ერთი ნათელი მაჩვენებელი”, – აცხადებენ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები