LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ღირებულებამ 15,981,68 ლარი შეადგინა

128

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ 24-25 აგვისტოს, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა (157,82 გრ.) და ვერცხლის (43,18 გრ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს.  საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 15,981,68 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, 24 აგვისტოს, სომხეთის მხრიდან შემოსულ რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 8,332,69 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო 25 აგვისტოს, შემოსულ მგზავრს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 7,648,99 ლარის ოდენობით შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები