LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირი შეფერხება პურის მიწოდებაში არ გვექნება, ფასები შენარჩუნდება – მინისტრი

47
puriii

ქვეყანას არანაირი შეფერხება არც პურის და არც ფქვილის მიწოდებაში არ ექნება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომელიც პურ-პროდუქტების და ხორბლის მწარმოებლებს შეხვდა.

„პანდემიის ფონზე მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ რეგულარული შეხვედრები გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მორიგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა ხორბლის და პურის მწარმოებლებთან. პურზე ფასის მომატების საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ ვახორციელებთ ხორბლის მარაგების მუდმივ მონიტორინგს. არანაირი შეფერხება არც პურის და არც ფქვილის მიწოდებაში არ გვექნება, ფასები შენარჩუნდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე ფქვილსა და პურზე, როგორც ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე, სტაბილური ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე და ბიზნესსექტორის მხრიდან არსებულ ვითარებაში პასუხსმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა კონსტრუქციული, გამჭვირვალე და ეფექტიანია. ჩვენ უნდა შევძლოთ სტაბილურობის და, ამავე დროს, ბიზნესის განვითარებისთვის პოზიტიური გარემოს შენარჩუნება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები