LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობო სექტორის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა და მიზანმიმართული კამპანიის წარმოება ხდება: მოსამართლეობის კანდიდატი ბიძინა სტურუა 

39
ბიძინა სტურუა

მოსამართლეობის კანდიდატი ბიძინა სტურუა აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა და მიზანმიმართული კამპანიის წარმოება ხდება. აღნიშნული განცხადება მან საქართველოს პარლამენტში გააკეთა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

ბიძინა სტურუამ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ლევან იოსელიანის კითხვასაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ „არასამთავრობო სექტორის თქმით, სასამართლო სისტემაში პრობლემაა იმ მოსამართლეების ყოფნა, რომელთა გადაწყვეტილებები გაუქმებული აქვს სტრასბურგის სასამართლოს კონვენციური მუხლების დარღვევის მოტივით, თუმცა ეს მოსამართლეები სისტემაში მაინც რჩებიან“. იოსელიანს აინტერესებდა „რას ფიქრობს ბიძინა სტურუა, არასამთავრობო სექტორის მხრიდან ამაზე საუბარი ეს არის თავდასხმა სასამართლოზე თუ იმ რეალობის გაშუქება, რაც ხდება“.

„ეს არის მიზანმიმართული კამპანია სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ და რატომ, გეტყვით. დამისახელეთ ერთი ნორმა, რომელიც არის მოსამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი, როდესაც მისი გადაწყვეტილება გაუქმდება პირველი ინსტანციის, მეორე ინსტანციის და მესამე ინსტანციის მიერ“, – აღნიშნა ბიძინა სტურუამ, რაზეც იოსელიანმა კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ აქ საუბარია სტრასბურგის სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობილ გადაწყვეტილებებზე.

პოპულალურები