LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობოების შეფასებას ობიექტურობა აკლია – რელიგიის სააგენტო ეფექტურად მუშაობს: გია ვოლსკი NGO-ების მოთხოვნას აფასებს

54
ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და რელიგიური გაერთიანებების განცხადებას – რელიგიის სააგენტოს გაუქმებასთან დაკავშირებით, არაობიექტურსა და დაუბალანსებელ შეფასებას უწოდებს. მისივე თქმით, ის საქმე, რასაც რელიგიის სააგენტო აკეთებს, საკმაოდ ეფექტიანია.

როგორც ვოლსკიმ ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, ორგანიზაციები გარკვეული პოლიტიკური ფიგურების დაინტერესებას არ აფასებენ იმაში, რასაც რელიგიათა შორის დაპირისპირება ჰქვია.

„ეს ის შემთხვევაა, როცა მათ შეფასებას ობიექტურობა და ბალანსი აკლია. რაც შეეხება იმ საკითხებს, რასაც რელიგიის სააგენტო აკეთებს, შეგვიძლია საკმაოდ ეფექტურად დავახასიათოთ. მათი მხრიდან არაერთი შეხვედრა და ურთიერთობების საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარება ხდება. ის, რომ ბუკნარში დაპირისპირება მოხდა,  თუნდაც სწორედ იმ ეპიზოდით უნდა შეფასდეს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას არ აქცევს – თუ როგორ ესაუბრებოდნენ მუფტის, რელიგიურ ლიდერებს და საბოლოო ჯამში, ეს დაპირისპირება რითი დასრულდა.

ეს არის დემონსტრირება იმ ქართული ტრადიციისა, რასაც ერთმანეთის სიყვარული და დაფასება ჰქვია. თუნდაც,  ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება, რომელიც საქართველოში ისტორიის მანძილზე ახასიათებდა. თუ რელიგიის სააგენტოს რაიმე გარდაქმნაა საჭირო, ის ვალდებულია, ეს ყველაფერი განიხილოს“, – განაცხადა  გია ვოლსკიმ.

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები რელიგიის სააგენტოს გაუქმებას მოითხოვენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები