LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს ეკამათო იდიოტს, რადგან გარშემომყოფებს ძალიან გაუჭირდებათ თქვენი ერთმანეთისგან გაჩევა“ – არტურ ბლოჰის ცნობილი გამონათქვამები

8950
Bloch-def-67

ამერიკელმა მწერალმა არტურ ბლოჰმა, რომელიც რეჟისორიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, პირველ რიგში საკუთარი სარკასტული გამონათქვამებით გაითქვა სახელი, რომელთაც წიგნების სერიაში „მერფის კანონები“ მოუყარა თავი.

ცნობილი ადამიანების ციტატები

* ყოველთვის იმას პოულობ, რასაც არასდროს ეძებდი!

* მართალია, ცხოვრება არ შედგა, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი წესრიგშია.

* ყველაფრის გართულება – მარტივია, გამარტივებაა ყოველთვის რთული.

* სამი წესი ქალისთვის, რომელსაც კარიერის გაკეთება უნდა: იფიქრე მამაკაცივით, მოიქეცი ქალივით, იმუშავე ცხენივით.

* რატომღაც ის, რაც ყველაზე მეტად გინდა, ან ამორალურია ან აკრძალული ან ჯანმრთელობისთვის საზიანო.

* თუ ადამიანს ერთხელ დაეხმარე, დარწმუნებული იყავი, რომ ნებისმიერი პრობლემის დროს, პირველი სწორედ შენ გაახსენდები.

* რაც არ უნდა მოხდეს, ერთი „წინასწარმეტყველი“ ყოველთვის გამოჩნდება, რომელიც საკუთარი თავით კმაყოფილი იტყვის: „აი, ხომ ვამბობდი!“

* სიბრძნე ყოველთვის ასაკთან ერთად არ მოდის, ზოგჯერ ასაკი მარტო მობოდიალდება ხოლმე.

* თუ მეგობრები და ნათესავები დიდხანს არ გირეკავენ, ე.ი. ყველაფერი წესრიგში აქვთ.

* ადამიანებს ახასიათებთ შეცდომების დაშვება, თუმცა უფრო ხშირად საკუთარი შეცდომების სხვაზე გადაბრალებით ხასიათდებიან.

* სინამდვილეში, ყველა დიდი აღმოჩენა შემთხვევით კეთდება.

* თუ გეჩვენება, რომ საქმეები ცუდად მიდის, გულს ნუ გაიტეხ, მალე ყველაფერი ბევრად უარესად იქნება.

* ყველა ცრუობს, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ადამიანები არასდროს უსმენენ ერთმანეთს.

* ნურასდროს იქნები შეუცვლელი, რადგან ასე არასდროს დაგაწინაურებენ.

* შეუძლებელი არაფერია, მხოლოდ მისთვის, ვინცა რასდროს არაფერს აკეთებს.

* დასმული შეკითხვა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შენ უნდა გასცე პასუხი.

* ის, რაც კარგად იწყება, აუცილებლად ცუდად მთავრდება და ის, რაც ცუდად იწყება, ბევრად უარესი ხდება.

* ადამიანი მაშინაა პოპულარული, როცა მისი სახელით სხვები შოულობენ ფულს.

* ფსევდონიმის შერჩევა უფრო ადვილია, ვიდრე კარგი სახელის გაკეთება.

* ნათელი მომავლის და ბნელი წარსულის გაერთიანებით აუცილებლად ნაცრისფერ აწმყოს მიიღებ.

* არასდროს ეკამათო იდიოტს, რადგან გარშემომყოფებს ძალიან გაუჭირდებათ თქვენი ერთმანეთისგან გაჩევა.

* ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება ახალი პრობლემის მიზეზი ხდება.

* ხელმძღვანელი ყოველთვის არაა მართალი, მაგრამ ის ყოველთვის ხელმძღვანელია.

* ნებისმიერი წარმატებული მამაკაცის უკან, აუცილებლად მოაზროვნე ქალი დგას.

* სამსახურში დაწინაურება მათზე კი არაა დამოკიდებული, ვისაც მოსწონხარ, არამედ მათზე, ვისაც ძალიან აღიზიანებ.

* ნებისმიერი ისე უნდა გაგზავნო, სიხარულით ელოდოს მოგზაურობას!